ლატვიის საგარეო უწყება – ვუსამძიმრებთ შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედი გვაქვს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედს გამოთქვამს. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს.

„ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ შოვში ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ჩვენ ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედი გვაქვს“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.