? “ყველაზე პატარა გადარჩენილი” – ემოციური კადრები სტიქიის ზონიდან

შოვში სტიქიური უბედურების შედეგად ადგილზე ჩარჩენილებს შორის იყო 3 თვის ბავში, რომელიც სამაშველო ჯგუფმა გადაარჩინა.

კაცი, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად ვერ­ტმფრენ­მა სტი­ქი­ის ზო­ნი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა, აცხა­დებს, რომ ღამე მე­სა­ზღვრე­ებ­თან ერ­თად გა­ა­თე­ნეს.

“ჩვენ მე­სა­ზღვრე­ებ­მა ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი გვცეს, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მე­სა­ზღვრე­ებს, აგ­ვიყ­ვა­ნეს სა­ზღვარ­ზე, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბით ვი­ყა­ვით და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სრუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მოგ­ვაქ­ცი­ეს. მე­სა­ზღვრე­ებ­მა ყვე­ლას შეს­თა­ვა­ზეს და ვი­საც სურ­ვი­ლი ჰქონ­და ყვე­ლა წა­იყ­ვა­ნეს” – აცხა­დებს ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე” – ამ­ბობს მო­ქა­ლა­ქე.

 

შეგახსენებთ, გუშინ შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, სტიქიის ზონიდან სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი.