საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო რაჭაში მომხდარი სტიქიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვის ახლობლებსაც ეძებენ“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანია გარდაცვლილი.