ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„სამძიმარს ვუცხადებთ შოვში მომხდარი დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ. იმედი გვაქვს, დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან“, – აღნიშნავენ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.