იტალიაში პოლიციამ ქართველი დააკავა, რომელიც აფთიაქიდან კოსმეტიკას იპარავდა

იტალიის ქალაქ სორენტოს პოლიციამ საქართველოს 41 წლის მოქალაქე დააკავა, რომელიც აფთიაქიდან კოსმეტიკურ საშუალებებს იპარავდა. ამის შესახებ ilmattino.it იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, მათ ქუჩაში შენიშნეს კაცი, რომელსაც ქალი მისდევდა. ქალი აფთიაქის გამყიდველი იყო. პოლიციელებმა კაცი გააჩერეს და გაჩხრიკეს. ამ დროს მათ ჩანთაში აფთიაქიდან მოპარული კოსმეტიკური საშუალებები და მეორე მაღაზიიდან მოპარული მაისურები იპოვეს.

მოპარული ნივთები პატრონს დაუბრუნდა, ქართველი დააკავეს და ქურდობისთვის ბრალი წაუყენეს.