რაჭაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ბათუმში ქეიფი მოაწყვეს

რაჭაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ბათუმში ქეიფი მოაწყვეს. რესტორან მეგრულ ლაზურში ლხინი სიმღერების ფონზე რამდენიმე საათი გაგრძელდა. როგორც ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლევან ანთაძემ განმარტა, ბავშვის ნათლობა აღნიშნეს.

„ბავშვის ნათლობა გვქონდა. გლოვის დღის გამო გადმოვიტანეთ წინა დღეს. ჩემი რძალი არის თბილისელი, სტუმრები იყვნენ და ვისადილეთ და ამაში მგონი პრობლემა არ არის. სიმღერები რესტორანია და ჩვენ ჩვეულებრივად ვისადილეთ. სიმღერების ხმა შეიძლება ისმოდა რესტორნიდან, ვერ გეტყვით. ქეიფი ნამდვილად, მაგრამ ნათლობა არ არის უხერხულობა“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

ტრაგედიის ფონზე ქეიფის გამო, რესტორთან ლევან ანთაძესთან იყო სიტყვიერი დაპირიაპირებაც.