სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ჩემს ღრმა სამძიმარს და თანადგომას გამოვთქვამ ქართველი ხალხის მიმართ, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც დაზარალდა შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად. ჩვენ სოლიდარობას გიცხადებთ და გისურვებთ ზარალისგან სწრაფ აღდგენას“ წერს სოციალურ ქსელში სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკ ჩინი.