ბაიდენმა ბრძანა ჩემი დაპატიმრება, ჩემს მიმართ ყალბი პოლიტიკური ბრალდება დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას – ტრამპი

თაღლით ჯოს ახლა უნდა, რომ ყაჩაღმა პროკურორმა, სასამართლოს ბრძანება წარადგინოს და წამართვას ჩემი პირველი შესწორების უფლებები, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ ჰემფშირის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მედიის ცნობით, ტრამპი ერთსაათიანი გამოსვლის დროს თავს დაესხა პროკურორს ჯეკ სმიტს და 2020 წლის არჩევნების გამოძიებას „სასაცილო საქმე“ უწოდა.

„ეს იყო გაყალბებული არჩევნები, მოპარული ამაზრზენი არჩევნები. მათ გააყალბეს არჩევნები 2020 წელს და ჩვენ არ მივცემთ უფლებას მათ გააყალბონ არჩევნები 2024 წელს. ჩემს მიმართ ყალბი პოლიტიკური ბრალდება დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. სისტემა კორუმპირებულია“, – აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრძანა მისი დაპატიმრება.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ  ჯო ბაიდენს დიდი სხვაობით უგებს.