აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში ვიეტნამში ჩავა. ბაიდენის თქმით, ვიეტნამის ხელისუფლებას სურს, გააუმჯობესოს ურთიერთობები აშშ-სთან და გახდეს პარტნიორი.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ამ დროისთვის ვიეტნამში ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
მიმდინარე წლის აპრილში გამართულ შეხვედრაზე ვიეტნამის პრემიერ-მინისტრმა, ფამ მინ ჩინმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კავშირების გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონი ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები პარტნიორებთან აზიაში, რათა დაუპირისპირდეს ჩინეთის მზარდ გავლენას.