ნატო ამჟამად ვერ ხედავს პირდაპირ ან ირიბ საფრთხეს „ვაგნერის“ მებრძოლებისგან – ნატოს სპიკერი

ნატო აკონტროლებს ყველა სამხედრო აქტივობას ბელორუსიაში. თუმცა ალიანსი ამჟამად ვერ ხედავს პირდაპირ ან ირიბ საფრთხეს რუსული PMK „ვაგნერის“ მებრძოლებისგან, – ამის შესახებ ნატოს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა.

„ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე პირდაპირ ან ირიბ სამხედრო საფრთხეს „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ სიფხიზლეს“, – აცხადებს ნატოს სპიკერი.

მისი თქმით, ამჟამად ნატომ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი თავდაცვითი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს არის პასუხი რუსეთის აგრესიაზე.

„როგორც ნატოს ლიდერებმა განაცხადეს ივლისში ვილნიუსის სამიტზე, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ დაეხმარონ რუსეთის უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ და დაგმონ ყველა, ვინც აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის ომს“, – განაცხადა ლუნგესკუმ.