შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი, სტიქიის ზონაში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ.