უფლებადამცველი, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე ნანი ბრეგვაძის “ნატვრას” აქვეყნებს და თან ერთ ფოტოსურათს ურთავს, საკუთარი კომენტარით:
ძალიან თავისუფალია ყველა იქ [ევროპაში]. ჩვენ ვიყავით შებოჭილები. საბჭოთა კავშირიდან ჩასულები ვკანკალებდით, არავის უნდა დაელაპარაკოთო… იმის იმედი არავის ჰქონდეს, რომ საბჭოთა კავშირი დაბრუნდება. მე სიღრმისეულად არ მესმის პოლიტიკის, მაგრამ მგონია, რომ უნდა გვინდოდეს ევროპაში შესვლა. 87-ის გავხდები, მეც მიკვირს, ამას რომ ვამბობ… კიდევ სამი წელიწადი მინდა, ყოველ წელს ვუმატებ ამ წლებს, მინდა, რომ კიდევ გაგრძელდეს ჩემი ცხოვრება, რომ მოვესწრო [ევროკავშირში გაწევრიანებას]” – ამბობს ნანი ბრეგვაძე.
“რა ვიცი: ელცინთან, ანდროპოვთან, ბრეჟნევთან, გორბაჩოვთან, შევარდნაძესთან თქვენ იყავით შებოჭილი და ახლა არ გინდათ საბჭოთა კავშირი, ხომ?” – დასძენს ნიკოლოზ მჟავანაძე, თავის გვერდზე სოც. ქსელში და იქვე, მთვრალ ბორის ელცინთან ჩახუტებული ნანი ბრეგვაძის ფოტოს აქვეყნებს.