სტიქიის ზონიდან დღეს 10 მანქანა უკვე შევძელით და გადმოვიყვანეთ, დანარჩენებზე ველოდებით ავტომფლობელებს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა.
როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, მერვე დღეა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და 100-ზე მეტი ტექნიკა ჰყავს მობილიზებული დეპარტამენტს, რომლებიც სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან, სამაშველო სამსახურებთან ერთად, მათი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობა სამძებრო სამუშაოები. დღეს მოვახერხეთ და გავაკეთეთ დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. 10 მანქანა დღეს უკვე შევძელით და გადმოვიყვანეთ, დანარჩენებზე ველოდებით ავტომფლობელებს, როგორც კი მოვლენ, მათაც დავეხმარებით, რათა ავტოსატრანსპორტო საშუალებები მშვიდობით გადმოვიდნენ ონის მხარეს“, – განაცხადა წერეთელმა.