2022 წელს თითქმის 50 000-მა ამერიკელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – CDC

ამერიკის შეერთებული შტატებისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს თითქმის 50 000-მა ამერიკელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც „ეიბისინიუსი“ ამერიკის CDC-ზე დაყრდნობით წერს, 2021 წელთან შედარებით ეს არის სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ამავე ინფორმაციით, სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში, რაც 2021 წელთან შედარებით 8.1%-ით გაიზარდა.

„მაჩვენებელი გაიზარდა ასევე 25-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანებში, მაგრამ მხოლოდ 0.7%-ით“, – წერს მედიასაშუალება.

მონაცემების თანახმად, სუიციდის შემთხვევები 2.3%-ით გაიზარდა კაცებში, ხოლო ქალებში 2.8%-ით.

„პოზიტიურ მაჩვენებლად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ სუიციდის შემთხვევები შემცირდა 8,4%-ით შემცირდა მოზარდებში“, – ნათქვამია მოხსენებაში.

„თვითმკვლელობების შემაშფოთებელი ზრდა მოითხოვს დაუყოვნებლივ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ჩვენი მხრიდან, ტრაგედიების თავიდან აცილება შესაძლებელია“, – აცხადებს CDC-ის მთავარი ექიმი დებრა ჰური.

ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივნის ქსავიერ ბეკერის თქმით, ათიდან ცხრა ამერიკელი თვლის, რომ ამერიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის წინაშე დგას.