“არ უნდა დავივიწყოთ დასავლეთი, ისინი მეზობლები არიან და ურთიერთობა არ უნდა დაიკარგოს, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით”

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს.

„ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, პირველ რიგში, აღმოსავლეთის – რუსეთის, ჩინეთის ხარჯზე, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი. ევროკავშირი – ისინი ახლოს არიან, ისინი ჩვენი მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობა არ შეიძლება დაიკარგოს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.