ჯონ კირბი: აშშ ღიაა F-16 ტიპის გამანადგურებლებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნებისთვის

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ ღიაა F-16 ტიპის გამანადგურებლებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნებისთვის.

თეთრმა სახლმა პარასკევს განაცხადა, რომ ღიაა უკრაინელი მფრინავები მოამზადოს შეერთებულ შტატებში F-16 ტიპის გამანადგურებლებზე ფრენისთვის, თუ ევროპაში ასეთი წვრთნების შესაძლებლობა მიღწეული იქნება.

“დრო დასჭირდება უკრაინაში [აღნიშნული] თვითმფრინავების გამოჩენასა და მათ საჰაერო ფლოტში ინტეგრირებას”, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.