ამერიკის ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, ეგვიპტეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ სურს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ეგვიპტე რაკეტების მიწოდებას რუსეთისთვის აპირებდა, თუმცა შეერთებული შტატების ზეწოლით, გარიგება არ შედგა.
ამის შემდეგ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის, თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ეგვიპტეს უკრაინისთვის რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდება რამდენჯერმე სთხოვეს, რაზეც კაიროს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.