ჰავაიზე 100 ადამიანი დაიწვა, ამერიკაა, ვერტმფრენებიც ჰყავთ, მაგრამ ხდება უბედურება – ვახტანგ გომელაური

შოვში მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს სტიქიის რისკების შეფასებისა და ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილების შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან მედიას უპახუხა:

„ბუნებრივი შემთხვევაა და ყველგან შეიძლება მოხდეს. არა მარტო აქ. მინდა ხაზი გავუსვა – ჩვენ ვართ კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი. ასე რომ მივყვეთ, რატომ არ იყო დაყენებული მოწყობილობები… ჩვენ სადაც ვცხოვრობთ არის წამების თემა. ათასობით ოჯახია რომლებიც უნდა გავასახლოთ მაშინ. პირდაპირ გეუბნებით – დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, დამთავრებული აქამდე და ყაზბეგამდე ჩასული. ყველგან შეიძლება რაღაც მოხდეს, წყალი ადიდდეს. ვერ გავექცევით ამას. 

მსოფლიოშია ასე. რაც მოხდა ჰავაიზე, აგერ 100 ადამიანი დაიწვა და 100-ზე მეტი დაკარგულია. ამერიკაა, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა, ვერტმფრენებიც ჰყავთ, ჩვენზე მაგარი ავიაციაც ჰყავთ, მაგრამ მოხდა, ხდება, ბუნებაა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ხოლო კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური ტრაგედიის აცილება, განაცხადა:

„ეს არის იმაზე, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა – თუ ერთ წუთში ჩამოვიდა მეწყერი, ვერაფერს ვერ აიცილებდი და თუ ვთქვათ მოუნდა 10-12 წუთი, ეს უკვე ექსპერტებმა უნდა თქვან. მიმდინარეობს გამოძიება“, – ამბობს ვახტანგ გომელაური.