მსხვერპლი მოჰყვა შიიტურ მეჩეთზე თავდასხმას ირანში. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, 7 კი დაიჭრა. შემთხვევა ქალაქ შირაზში მოხდა.
სამართალდამცველებმა ერთ ეჭვმიტანილი დააკავეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
შემთხვევის ადგილი ძალოვანთა ალყაშია მოქცეული.