ვლადიმირ პუტინი ნატო-ს ქვეყნებს სარგებლის მიღების მიზნით ახალი კონფლიქტების პროვოცირებაში სდებს ბრალს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნატო-ს ქვეყნებს სარგებლის მიღების მიზნით ახალი კონფლიქტების პროვოცირებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, ისინი ავითარებენ და მოდერნიზებას უწევენ შეტევით შესაძლებლობებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა:

მისი თქმით, ნატო ასევე ერთიანდება AUKUS ბლოკთან, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დომინირებისთვის.

„ნატო-ს წევრი ქვეყნები განაგრძობენ შეტევითი შესაძლებლობების განვითარებას და მოდერნიზაციას, მცდელობებს, გადაიტანონ სამხედრო დაპირისპირება კოსმოსსა და საინფორმაციო სივრცეში, გამოიყენონ ზეწოლის სამხედრო და არასამხედრო საშუალებები. ეს ყველაფერი – შეიარაღების კონტროლის სისტემის განადგურების ფონზე“, – განაცხადა პუტინმა