საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შეარჩია 12 მოთამაშე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
მუნდიალზე წამსვლელთა სია ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ კალათბურთის ფედერაციის სოცმედიის ვიდეოში წაიკითხა.
გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, თად მაკფადენი, თორნიკე შენგელია.