ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.