კობახიძე სინანულს გამოთქვამს

სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე“, – ამის შესახებ “ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შოვში მედიასთან განაცხადა.
„მქონდა სატელეფონოი საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ შევხვდი მას. გულიანი რაჭველი კაცია. დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რაც გადახდა მას, წარმოუდგენელი ისტორიაა, თავის თავს აჯობა, ისეთი გზა გაიარა მან თავის დისშვილთან ერთად. ამაში მისი დიდი დამსახურებაა. სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე”, -თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ სამი საათი ღვარცოფში გზას ვერავინ გაიკვლევდა.