ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერის შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უერთდებიან

ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერის შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უერთდებიან.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მხოლოდ ნატო-ში წევრობა უზრუნველყოფს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და საიმედო შეკავებას, რომელიც აუცილებელია მომავალში რუსეთის მხრიდან ექსპანსიური აგრესიის აღსაკვეთად“, – აღნიშნულია ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი „ტვიტერში“ წერს, გამარჯვებამდე დაეხმარებიან უკრაინას.

„ჩვენ გამარჯვებამდე დავეხმარებით უკრაინას. მხარს დავუჭერთ ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე“ – წერს კაია კალასი.