“რო­დემ­დე ვა­პი­რებთ ამის მი­ღე­ბას, რო­დემ­დე არ დავ­პა­ტი­ჟებთ ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს ჩვენ­თან გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად? – – თინა კანდელაკი The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე

რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება და ფიქრობს, რომ დროა რუსეთმა ქართველი ახალგაზრდების განათლებაზე იზრუნოს.

“გამიკვირდებოდა ასეთი საქციელი, რომ არ ვიცოდე არაჩვეულებრივი ამერიკული გრანტების შესახებ, რომლითაც ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი აღიზარდა. ეს ახალგაზრდები მზად არიან შუა თითი აჩვენონ რუსების და რუსული კულტურის ნებისმიერ ხსენებაზე.

ამასთან დაკავშირებით მიჩნდება კითხვა: როდემდე ვაპირებთ ამის მიღებას, როდემდე არ დავპატიჟებთ ქართველ სტუდენტებს ჩვენთან განათლების მისაღებად? მერწმუნეთ, მსურველები საჭიროზე მეტია. დროა მათ გზა გავუხსნათ.” – წერს კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ “ბლეკ სი არენაზე” გუშინ გამართულ კონცერტზე,  Killers-ის სოლისტმა სცენაზე აიყვანა დრამერი, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ “ბლეკ სი არენაზე” გუშინ გამართულ კონცერტზე, The Killers-ის სოლისტმა სცენაზე აიყვანა დრამერი, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. 

აუდიტორიის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, “რუსეთი ოკუპანტია”.

თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის “დები და ძმები” არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.

მსმენელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა – ჯგუფი აუდიტორიას სტვენისა და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დაემშვიდობა.

კონცერტის დასრულებიდან მალევე, The Killers-მა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ბოდიში მოიხადა Black Sea Arena-ს გუნდმაც.