შვედეთის მთავრობამ ტერორისტული საფრთხის დონე ოფიციალურად გაზარდა

შვედეთის მთავრობამ ტერორისტული საფრთხის დონე ოფიციალურად გაზარდა. შვედეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მედიას უსაფრთხოების პოლიციის ხელმძღვანელმა, შარლოტა ფონ ესენმა გააცნო.

ამიერიდან ქვეყანაში ხუთსაფეხურიანი შკaლით ტერორისტული საფრთხის მეოთხე დონე ამოქმედდება.

მისი თქიმთ, ტერორისტული საფრთხის გაზრდა არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ მოვლენასთან და ის დაფუძნებულია უსაფრთხოების კუთხით არსებულ ზოგად სიტუაციაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია, უარესდება.

შვედეთის უსაფრთხოების პოლიცია მიიჩნევს, რომ შვედეთში გამართულმა აქციებმა, რომელზეც ყურანი დაწევს შესაძლოა, შეუწყოს ხელი იმას, რომ ტერორისტებმა შვედეთი სამიზნედ განიხილონ.

დღესვე ტერორისტული საფრთხის დონე ასევე გაზარდა შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმაც.