“მხოლოდ დაიბადა რუსეთში…მხოლოდ დაიბადა და ამის გამო ე.წ. “საქართველოს ბანკმა” ანგარიში დაუყადაღა….”- მწერალი საქართველოს მთავრობას მიმართავს

საქართველოს მთავრობა
კანონთა კრებულის სრული იმბეცილური ქმედითობა, რომელიც ასე რიგად ამაყობს სახელისუფლებო და საკანონმდებლო საჯამბაზო ნავსაყუდელი, ღიად უპირისპირდება საკუთარ მოქალაქეებს და მათ უფლებებს დღითიდღე ხელჰყოფს.

ამ. ე.წ. სანქციების გამო მიღებული გაუგონარი სადამსჯელო და არა მარეგულირებელი კანონები პირდაპირ შემხებლობაშია ადამიანდა უფლებების უგულვებელყოფისკენ, რაც ზიანს აყენებს ადგილობრივ მოქალაქეებს. ამის საპირწონედ კი დღისწესრიგში დგას “გზა ევროპისკენ” რითაც თავსაც იტყუებს მთავრობა და მოსახლეობასაც 30 წელია ნაცარს აყრის თვალებში.
სულ ცოტა მომავალი 30 წელიც ასეთი იქნება, თუ საერთოდ იარსება ევროკავშირმა, მაგრამ მათ მილიარდებს საფრთხე, რომ არ შეექმნათ, ყველა გზა და მეთოდი გამართლებულია, მათ შორის ისეთი, როგორიც გახლავთ მეზობელ ქვეყანაში დაბადებულ ქართველთა გაშავება, გამარგინალება, ბნელ ქართველად გამოცხადება.
მხოლოდ დაიბადა რუსეთში…
მხოლოდ დაიბადა და ამის გამო ე.წ. “საქართველოს ბანკმა” ანგარიში დაუყადაღა.
ე.ს. იმბეცილური დაწესებულება, რომ დიდი ხანია სახელმწიფო მართვის უშუალო თანამონაწილეა, არ ახალია და ეს უკანასკნელი ფაქტიც მოწმობს ამას. არც სხვა ბანკები ჩამორჩებიან მათ, მაგრამ ასევე უნდა ითქვას და გამახვილდეს ყურადღება მათ ქმედებებზე, რითაც ისინი ექსპლუატაციას უწევენ თანამშრომლებს და მათზე ძლიერი წნეხი მოდის, კორპორატიულების ლაღობების მოწყობის პარალელურად. ასევე აღსანიშნავია სახელფასო განაკვეთი და ა.შ…
თუმც ახლა სულ სხვა რამ ხდება. ყოვლად ამაზრზენია დაუყადღო საკუთარ მოქალაქეს, მით უფრო სტუდენტობის ასაკში მყოფს ანგარიში, როცა საჭიროება მაღალია და მოთხოვნადი მისთვის.
მოქნეული ჯოხი მუდმივად იმ ფენაზე ტყდება, რომელიც აცოცხლებს თავად ე.წ. სახელისუფლებო ელიტას.
ევროპეპიდან ნათარგმნ კანონებს და კანონთა კრებულებს არაფერი აქვთ საერთო ხალხის ნებასა თუ სურვილებთან. სამართლებრივი მანტიას ირგებენ და რგავენ თავიანთ ბოსტნებში და არა კოლექტივში.
ასეთი თავადების წინააღმდეგ გაილაშქრა ილიამ. შემდეგ მოკლეს და ის სისტემა დანერგა მოღალატე ჟორდანიამ, რასაც ახლა ჩვენივე თვალით ვხედავთ და ყურით ვისმენთ გაუგონარს. მერე რაც მოხდა გეცოდინება ღარიბაშვილო გადმოცემით მაინც, რადგან არამგონია ის სიკეთეები საკუთარ თავზე გამოგეცადა. შენი მშობლები კი სწორედ, რომ იმ სიკეთეებით სარგებლობდნენ. როცა თანასწორებაზე საუბრობთ, იცი რომ დამლაგებელს შეეძლო უსამართლოდ მოპყრობისთვის დირექტორი გაეთავისუუფლებინა სამსახურიდან? დღეს ხარ შენ ჩვენი თანასწორი? პირდაპირ გეტყვი, არ მაქვს სურვილო იყო ჩემი თანასწორი, უბრალო მიზეზის გამო – შენ ჩვენ სიმაღლემდე ვერ ჩამოხვალ, ხოლო ჩვენ შენ სიმდაბლემდე არ ამოვალთ!
სწორედ ამ დილემის წინაშე დგახართ და ეს განხეთქილება იქნება თქვენი დასარულის დასაწყისი!
გთავაზობთ წერილს უცვლელად, რამაც განაპირობა ჩემი აღელვება.
ის ეკუთვნის ჟურნალისტს, ქალბატონ ეკა ნასყიდაშვილს:
“პრემიერ ღარიბაშვილს ვეღარ დავინდობ. პრემიერი ღარიბაშვილი, არც სულით ქართველია, არც ეროვნული, არ პატრიოტი. პრემიერი ღარიბაშვილი თავისი სიმამრის სიძეა და ამ ქვეყნის მმართველის, ივანაშვილის მონა… პრემიერმა ღარიბაშვილმა, ჩემ უნიჭიერს, უსათნოეს, უწესიერეს ძმიშვილს სამშობლოს რწმენა დააკარგვინა.
პრემერმა ღარიბაშვილმა 18 წლის ახლაგაზრდა, რომელიც მზადაა საქართველოსთვის უკანმოუხედავად მოკვდეს, ქართველობა წაართვა!!
საუკეთესო შვილი, საუკეთესო შვილიშვილი, ძმიშვილი გამინადგურა, მხოლოდ იმიტომ, რომ ,,შინევროპელებს,, ასიამოვნოს და ჩემს ზაზუკას დღეს ე.წ. ვითომ საქართველოს ბანკმა ანგარიში დაუყადაღა მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთში დაიბადა, დედით და მამით ქართველი, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბავშვი, რომელსაც რუსეთში ერთი საათიც არ უცხოვრია… ერთი, კარგი ქართველი მოკლა პრემიერმა ღარიბაშვილა, შეურყვნელი და მართლაც დიდი პარტიოტი….
მე ვეღარ დავიცავ თამაზაშვილის სიძეს!!! არადა, მეგონა, რაღაც გამოვიდოდა მისგან…”
თქვენი ე.წ. პოლიტიკის წყალობით უამრავი ქართველია დღეს საზღვრებს გარეთ, ოჯახით. მომავალში მათ შვილებს რა ბედი ეწევათ გლობალისტებისთვის თუ არა სასურველი სახელმწიფო გახდა რომელიმე ქვეყანა?
უნდა აეკრძალოთ ქართველობა და ყველანაირი ბერკეტი შეზღუდვებისა უნდა იქნას გამოყენებული მათ წინააღმდეგ?
მალე მათი შვილების დაყადაღებასაც დაიწყებთ ვისი მშობლებიც რუსეთში ცხოვრობენ… ამაას მხოლოდ ერთი სახელი აქვს – ფაშიზმი!
ერთი დაგრჩათ მხოლოდ, ასეთნი რომ გამოარჩიოთ ჰიტლერის მეთოდს უნდა მიმართოდ და გულსაბნევებით დადაღოთ ისიინი, როგორც ერთ დროს ებრაელები.
გირჩევთ ვიდრე გვიან არ არის გონს მოეგოთ, რადგან მალე ბუა ნაცხროვა ვერ გიშველით და ვერც ე.წ. ევროკავშირში გაწევრიანებით მოიგებთ მასიურად გამოთაყვანებულ ჯენზი თაობის გულებს, რადგან მათი რიცხვი მასიურად დაიწყებს შემცირებას, როგორც კი მიხვდებიან თქვენეულ თამაშის წესებს, რაც გულოსხმობს ე.წ. გლობალურ ეტიმოლოგიაში ჩანაწერად ყოფნას.
უკვე ზღვარს გადახვედით და შესაძლებლობებს არ უშვებთ ხელიდან საკუთარი მოსახლეობა დაამციროთ. მომავალ თაობას გადაწვდით გადამთიელთა საამებლად და ნაცვლად ხელშეწყობისა ყველა გზას უჭრით სუფთა და შეურყვნელ ახალგაზრდებს. სანაცვლოდ პრივილეგირებულნი არიან: თაღლითები, ურცხვნი, უსინდისონი, უსამშობლონი, გადამთიელნი, მოღალატეები, პედოფილები, ლგბტ თემი, ნეოლიბერალები, ფაშისტები, მკვლელები, გამხრწნელნი, ავნი და ბოროტნი!
ჩვეულებრივი გარეწრები ხართ!
ცივილური მეთოდებით ისე შეუმჩნევლად შეცვლით ადამიანში ცნობიერებას, რომ მათთვის მონობა იქნება კეთილდღეობა. ხალხი ვეღარ მოახერხებს გაცნობიერებას თუ რა დამართეს რადგან, ნელ-ნელა აქრობთ მათში პროტესტის ხმას. ხალხმა დაივიწყა თავისუფლების ფასი, მით უფრო თავისუფლების მცნების აღქმისა და გააზრებისა.
ხოლო მათ, ვინც არ დაემორჩილება თავსმოხვეულ გლობალურ “ცივილურობას” ყველა ზომასა და მეთოდს გამოიყენებთ რათა გაანეიტრალოთ ანუ ცივილურად განარიდოთ ე.წ. პროგრესულ საზოგადოებას. უკვე გვაყვს ასეთნი და გაფრთხილებთ, რომ მათი რიცხვი საბედნიეროდ გაიზრდება. პროგრესი ჩვენ გვესმის შესანიშნავად, მაგრამ არ გვესმის რეგრესისა, რომელსაც ის მოიტანს.
არავითარ მორალურ ჩაარჩოში არ ჯდება ის ქმედება რაც სახელმწიფომ განახორციელა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
ადამიანებო, ვიდრე თქვენ კართან არ შეჩერდებიან სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, არა?!
დღეს არაფერია საკვირველი რადგან რაც მიუღებელია უკვე ფესვგადგმულია და მიღები!
ის ვინც ადრე სახლის ზღურბლს ვერ აბიჯებდა დღეს მინდორი გადათელა!

გიგო რიონელი ქართველი

20.08.2023 წ.

მწერალი გიორგი გახოკიძე (გიგო რიონელი) ; სოციალური ქსელი