ინგლისში დააკავეს კაცი, რომელიც ბავშვებს მატყუარა საწოვარებს ჰპარავდა

ინგლისში, ესექსის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ბავშვებს მატყუარა საწოვარებს ართმევდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებული 23 წლის კაცია, რომელმაც 10 თებერვლიდან 7 აგვისტოს პერიოდში 4 ბავშვს საწოვარა პირიდან ამოაცალა.

ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა დანაშაულის მიზეზი. ახალგაზრდა სასამართლოს წინაშე ოთხშაბათს წარდგება.