მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განაცხადებით, შოვის ტრაგედიაზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.
ალბათ საზოგადოების უმრავლესობას ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს ხელმოცარულები, რომლებიც ვერ ჩამოყალიბებულან და ერთმანეთს უწყობენ რევოლუციებს პარტიებში, ახლა ცდილობენ საზოგადოება აიყოლიონ და საგამოძიებო კომისია შექმნან. რის საფუძველზე? რატომ? იმიტომ, რომ შემდეგ პოპულისტმა ვაშაძემ იყელყელაოს და ან ის მეორე, ხაბეიშვილი რომ ვერ ჩამოყალიბებულა ხელმძღვანელია პარტიის თუ დანიშნული. ეს ხელმოცარულები და დანარჩენები კიდევ. ბუნებრივია ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ ამ ტრაგედიაზე თავიანთი პოპულისტური განცხადებები გააკეთონ და კომისია შექმნან. ამის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ზარქუამ.