„ისინი იმსახურებენ დაცვას“ – ოლაფ შოლცი რუსეთის ოპოზიციაზე

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ძალიან აფასებს რუსული ოპოზიციის საქმიანობას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

„ბევრი რუსია, ვინც თავისუფლების მომხრეა და იმპერიალიზმის წინააღმდეგია“, – თქვა შოლცმა.

მან დასძინა, რომ თავად უკვე ესაუბრა რუსეთის ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს.

გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები იმსახურებენ დაცვას.