თურქეთის სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 19 ადამიანი. ისინი სორგუნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია.