23 აგვისტოს ინდოეთი მთვარეზე ხომალდის დასმას შეეცდება

23 აგვისტოს, ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციის (ISRO) ჩანდრაიან-3 მთვარის ზედაპირზე სტატიკურ ხომალდს და მავალს ჩაუშვებს.

როგორც სახელიც მიუთითებს, ის ინდოეთის მთვარის კვლევების პროგრამის მესამე მისიაა. ჩანდრაიანის წინა ორ ხომალდს რამდენიმე პრობლემა შეექმნა. ინდოეთის კოსმოსური სააგენტო იმედოვნებს, რომ ამჯერად მისია სრულიად წარმატებული იქნება.

საინტერესოა, რას იზამს ჩანდრაიან-3. ცოტა ხნის წინ უკვე ვიხილეთ მთვარის ზედაპირის მშვენიერი სურათები, რომლებიც სტატიკური ხომალდის მოდულის კამერამ გადაიღო. ის წარმატებით გამოეყო პროპულსიის მოდულს — ნაწილს, რომელიც მთვარის ორბიტაზე რჩება. თუმცა, სტატიკური ხომალდისა და მავალის მთავარი ამოცანა იმის ჩვენებაა, რომ ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციას მთვარეზე დაშვება წარმატებით შეუძლია.