პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებული საბაგიროს კაბინიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიბისის“ პოლიციის ოფიცერმა დაუდასტურა.
სამართალდამცველის ცნობით, ორივე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საბაგიროს კაბინაში საათების განმავლობაში, დილის 07:15 საათიდან იმყოფებოდნენ.
არსებული ცნობებით, ამჟამად გონდოლაში კიდევ ხუთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი რჩება. სამაშველო ოპერაცია სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.
საბაგირო ხაიბერ-პახტუნხვას მაღალმთიან პროვინციაში ტრანსპორტის გავრცელებული სახეობაა, ვინაიდან პაკისტანის აღნიშულ რეგიონში ცუდი საგზაო კავშირია.