„ქრონიკის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე რაჭის სტიქიის მეორე დღეს, 4 აგვისტოს დასასვენებლად თურქეთში გაემგზავრა

ოპოზიციის მოთხოვნა, შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, უმრავლესობისთვის სპეკულაციაა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც სტიქიის ზონაში საერთოდ არც კი ჩასულან, ასეთი მოთხოვნის მიზანი მხოლოდ პოლიტიკური ქულების ჩაწერაა.

მმართველი გუნდის კრიტიკას ოპოზიციაში უსაფუძვლოს უწოდებენ. თუმცა, ერთ-ერთი პარტია, რომელიც შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აქტიურობით გამოირჩევა, ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოა“. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სწორედ მამუკა ხაზარაძეა ერთ-ერთი იმ ოპოზიციონერებს შორის, რომლებიც სტიქიის მომდევნო დღეებში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. კერძოდ, მამუკა ხაზარაძე 4 აგვისტოს დასასვენებლად თურქეთში გაემგზავრა.
„ქრონიკამ“ მას დღეს კონკრეტული კითხვებით მიმართა, თუმცა ხაზარაძე ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებზე არ პასუხობს.