საუდის არაბეთს ასობით მიგრანტის მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებენ

საუდის არაბეთს ასობით მიგრანტის მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ „ჰიუმან რაითს ვოჩის“ მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი.

ორგანიზაციის ცნობით, საუდის არაბეთის მესაზღვრეები იემენის საზღვართან მისულ მიგრანტებს მასობრივად ხვრეტდნენ. თავშესაფრის მაძიებლები ძირითადად ეთიოპიიდან იყვნენ.

საერთაშორისო ორგანიზაციამ ანგარიში თავშესაფრის მაძიებლების ჩვენებებზე დაყრდნობით მოამზადა, რომელშიც გადარჩენილი მიგრანტები ჰყვებიან, რომ მათთან ერთად მყოფები საუდის არაბეთის მესაზღვრეების სამიზნეები გახდნენ.

გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წელს ნავთობით მდიდარ საუდის არაბეთში ამ მარშრუტით შესვლა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა სცადა.