ჩილეს ცენტრალურ-სამხრეთ რეგიონში უამინდობის გამო ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.
მედიის ცნობით, კოკისპირული წვიმებმა მასიური წყალდიდობა გამოიწვია. სინოპტიკოსები მთიან რაიონებში მეტ წვიმას ვარაუდობენ, რაც წყალდიდობისა და მეწყრული პროცესების რისკს ზრდის.
ჩილეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ევაკუირებულია თითქმის 34 000 ადამიანი, ხოლო დაახლოებით 38 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ჩილეს პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიჩმა ჩილეს მოსახლეობას მოუწოდა დაემორჩილონ ევაკუაციის ბრძანებები.
„როდესაც თქვენ იღებთ მსგავს შეტყობინებებს, ეს არ არის ხუმრობა, სასწრაფოდ უნდა მოახდინოთ ევაკუაცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.