მექსიკაში ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა – 16 ადამიანი დაიღუპა, 36 დაშავდა

მექსიკაში, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა – 16 ადამიანი დაიღუპა, 36 დაშავდა.

ადგილობრივი პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტობუსს, ადგილობრივი მოსახლეობა და მიგრანტები გადაჰყავდა.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე რვა კაცი და რვა ქალი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. დაშავებულები სამედიცინო დახმარებისთვის ქალაქ პუებლას საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.