რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებას“, თუ დასავლეთი შეასრულებს რუსეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს შეუძლია შეცვალოს უკრაინული მარცვლეული.
„18 ივლისიდან ჩვენ უარი ვთქვით ამ ე.წ. შეთანხმების შემდგომ გახანგრძლივებაზე. ჩვენ მზად ვიქნებით დავუბრუნდეთ მას. მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის წინაშე ყველა ვალდებულება ნამდვილად შესრულდება.
არ შესრულებულა ამ შეთანხმების არცერთი პირობა, რომელიც ეხებოდა რუსული მარცვლეულისა და სასუქის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზე დაწესებული სანქციების მოხსნას. რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებები უბრალოდ იგნორებული იყო“, – აცხადებს პუტინი.