რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაცია“ ადასტურებს, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში „ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და მეთაური დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ.
„როსავიაცია“ ეკიპაჟის წევრების სრულ სიას აქვეყნებს:
▪️ ევგენი პრიგოჟინი
▪️ დმიტრი უტკინი
▪️ სერგეი პროპუსტინი;
▪️ ევგენი მაკარიანი;
▪️ ალექსანდრ ტოტმინი;
▪️ ვალერი ჩეკალოვი;
▪️ ნიკოლაი მატიუსეევი
▪️ ეკიპაჟის 3 წევრი – პილოტი ალექსეი ლევშინი, მეორე პილოტი რუსტამ კარიმოვი და ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.
„Embraer-135-ის თვითმფრინავის ფრენა განხორციელდა საჰაერო სივრცით სარგებლობის დადგენილი წესით გაცემული ნებართვის საფუძველზე“, – აცხადებს „როსავიაცია“.
შეგახსენებთ, დღეს, 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, ტვერის ოლქში ბიზნეს-ჯეტი ჩამოვარდა, რომლის მგზავრების ჩამონათვალშიც ევგენი პრიგოჟინი იყო.
ამასთან, რუსულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შემთხვევის ადგილზე იპოვეს ცხედრები.