ბექა ოდიშარია – ვულოცავ ერის სულიერ მესაჭეს მღვდელმთავრად კურთხევიდან მე-60 წელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ქართველი ხალხის საიმედოდ

60 წელზე მეტია, ერთგულად და მთელი ძალისხმევით იღწვის მისი უწმინდესობა ჩვენი რწმენაში გაძლიერებისა და სულიერი სიმტკიცისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრო ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას ილია II-ს მღვდელმთავრად კურთხევიდან მე-60 წელი შეუსრულდა.

60 წელზე მეტია, ერთგულად და მთელი ძალისხმევით იღწვის მისი უწმინდესობა ჩვენი რწმენაში გაძლიერებისა და სულიერი სიმტკიცისათვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ეკლესია-მონასტრების გადარჩენისა და აღდგენისათვის.

ვულოცავ ერის სულიერ მესაჭეს ამ მნიშვნელოვან თარიღს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ქართველი ხალხის საიმედოდ“, – წერს ბექა ოდიშარია.