ჰავაიზე ხანძრის დროს დაკარგულთა სია გამოქვეყნდა – ბოლო მონაცემებით, დაკარგულად მიიჩნევა 388 ადამიანი

ჰავაიზე ხანძრის დროს დაკარგულთა სია გამოქვეყნდა. ბოლო მონაცემებით, დაკარგულად მიიჩნევა 388 ადამიანი. კუნძულ მაუიზე უპრეცედენტო მასშტაბის ტყის ხანძარი აგვისტოს დასაწყისში გაჩნდა.

სტიქიამ 115-ი ადამიანი იმსხვერპლა. გენეტიკური ტესტით ჯერ მხოლოდ 35-ი დაღუპულის ვინაობის დადგენა მოხერხდა.