ნიგერის ახალმა ხელისუფლებამ, რომელმაც ძალაუფლება გადატრიალების შედეგად მოიპოვა, შეერთებული შტატების ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ახალი ელჩი ნიგერში, კეტლინ ფიცგიბონსი, დედაქალაქ ნიამეში მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში ჩავიდა.
შეერთებული შტატები ნიგერის ხუნტას კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდებს.
ასევე, ნიგერის თვითგამოცხადებულმა მთავრობამ საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს ორ დღეში ქვეყნის დატოვება უბრძანა.