თეა წულუკიანი ოკინავაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრებს შეხვდა. მან საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

„გვქონდა შესაძლებლობა, რომ პირველი მატჩის წინ გაგვემხნევებინა ჩვენი ეროვნული ნაკრები და მისთვის დიდი გამარჯვევები, წარმატებები გვესურვებინა. ეს მნიშვნელოვანი ჩემპიონატია, ვინაიდან საქართველო, ჩვენი კალათბურთელების დიდი ძალისხმევისა და შრომის წყალობით, პირველად გამოდის მსოფლიო ჩემპიონატზე. დღეს, ამ შეხვედრაზე ჩვენ გავიხსენეთ ის დიდი ქართველი კალათბურთელები, რომლებიც რომ არ ყოფილიყვნენ, დღევანდელი დღე არ დადგებოდა. ასევე, ისინი, ვინც ჩვენთან ერთად არიან, ვეტერანები, და უყურებენ ამ მატჩებს, რომლებიც იაპონიაში იმართება, მათ მივესალმეთ პირველ რიგში, მათი ღვაწლი გავიხსენეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებს მადლობა გადავუხადეთ შრომისთვის, ძალისხმევისთვის, რომელსაც მუდმივად ეწევიან, რათა საქართველო ასახელონ. მთავრობის სახელით, მაქვს და კიდევ მექნება მიმდინარე დღეებში შესაძლებლობა, რომ იაპონიას, მის სახელმწიფოს და ოკინავას ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა ვუთხრა ჩვენი ნაკრების ხელშეწყობისთვის, შესანიშნავი მასპინძლობისა და დახვედრისთვის. ყველას გისურვებთ ამ ჩემპიონატზე დიდ სიხარულს და ჩვენს ნაკრებს – გამარჯვებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს კალათბურთელთა