აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე მასთან ერთად ბრალდებული 18 პირი, 2020 წლის არჩევნების დივერსიის საქმეზე, 6 სექტემბერს ფულტონის ოლქის
სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
ტრამპის სასამართლო პროცესი, სადაც მოსალოდნელია, რომ ის არ აღიარებს ბრალს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე გაიმართება. მეორე ბრალდებულის, ტრამპის ყოფილი ადვოკატის, რუდი ჯულიანის სასამართლო პროცესი კი 09:45 საათზე შედგება.
ჯერ უცნობია, გამოცხადდებიან თუ არა ტრამპი და მასთან ერთად ბრალდებული პირები სასამართლოში. ასევე გაურკვეველია, დაუშვებენ თუ არა სასამართლო დარბაზში ვიდეოკამერებს.