უყრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის დღევანდელი საჯარო განცხადებებით, უკრაინა “მძლავრი სექტემბრისთვის” ემზადება. თუმცა ეს “სიმძლავრე” ძირითადად, დიპლომატიურ აქტივობებსა და დასავლეთის დახმარების მოლოდინს ემყარება.
ზელენსკის მიხედვით, უკრაინა მხოლოდ თავისი ტერიტორიების დაბრუნებისთვის იბრძვის.
მან ასევე თქვა, რომ სჯერა, რომ შესაძლებელია, “რუსეთს უბიძგო დემილიტარიზაციისკენ” ყირიმში – პოლიტიკური საშუალებებით. ეს კი უდავოდ იმის აღიარებაა, რომ ზელენსკის თავადაც აღარ სჯერა უყრაინის მიერ ყირიმის “გათავისუფლების”. შეგახსენებთ, რომ გარკვეული ხნის წინ, ზელენსკი უცხოელ ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ ყირიმს დაიბრუნებს და შავ ზღვაში იბანავებს.