სამხრეთ კორეამ უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის 520 ვონი გამოყო, რაც 394 მილიონი ამერიკული დოლარია. როგორც Reuters სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სოკ იოლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, უკრაინა დახმარებას 2024 წელს მიიღებს. ცნობისთვის, ეს თანხა რვაჯერ დიდია, ვიდრე სამხრეთ კორეის მიერ მიმდინარე წელს გამოყოფილი ფინანსური დახმარება.
ამასთან, Reuters წერს, რომ ოფიციალური სეულის მიერ დამტკიცებული დახმარების პაკეტით 100 მილიონი დოლარი ქვეყნის აღდგენაზეა გათვალისწინებული, დაახლოებით 200 მილიონი კი ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ამას გარდა, კიდევ 100 მილიონ დოლარს უკრაინას საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით გადასცემენ.