და მაინც, რას მალავს ამერიკული ლაბორატორია საქართველოში?

ვიქტორ (კობა) კუსიანიიურისტი, უფლებადამცველი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ევრო-აზიური ალიანსის“ თავმჯდომარე,   ამერიკის ბიოლაბორატორიებისა და ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ მოძრაობა „ანტილაბ-საქართველო“-ს დამფუძნებელი, სახალხო დიპლომატი.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გლობალურ საფრთხეებს მიეძღვნა

 სოჭში გაიმართა და 23 ივნისს დასრულდა ბიოლოგიური უსაფრთხოების გლობალური საფრთხეებისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო კონფერენცია,  რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა  ონლაინ ჩართვით. ორდღიანი დისკუსიის რეჟიმში, განხილულ იქნა რუსეთისა და პარტნიორი ქვეყნების ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხები, გამოიკვეთა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზები. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, გაიზრდება ეპიდემიური ხასიათის რისკები,   აქედან გამომდინარე,  რუსეთისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები  შეთანხმდნენ ერთობლივ ქმედებებზე, რათა შეძლონ მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეების შემცირება, საჭიროების შემთხვევაში კი – სწრაფად რეაგირება.

 

აშშ-ს დაზვერვის ანგარიშის თანახმად, სადღეისოდ  არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება ჩინური  ლაბორატორიიდან მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის (SARS-CoV-2)   გაჟონვის შესახებ.

ექსპერტები ადასტურებენ, რომ მასშტაბური კვლევა მართლაც ჩატარდა ვუჰანის ლაბორატორიებში პანდემიამდე, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტი ვერ ადასტურებს ჩინეთის ბრალეულობას. არც არსებობს რაიმე პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ რომელიმე კონკრეტული ინციდენტი მოხდა პანდემიამდე და გამოიწვია  COVID-პანდემია.

 

რა არის ცნობილი საქართველოში არსებულ ლუგარზე,  რა საშიშროება ან  სიკეთე მომდინარეობს მისგან?

საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს გაუმხელია თავისი მოსახლეობისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორიის  მუშაობის დეტალები, ის, რომ  ლუგარი აქტიურ მონაწილეობას იღებდა პათოგენების შექმნაში. თავად ხელისუფლებამაც მხოლოდ ზეპირსიტყვიერად იცის რა ხდება  ამ ობიექტზე.

ადგილობრივ კატაკლიზმებსა  და ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობას შორის პარალელები რომ გავავლოთ, გავიხსენებ სამხრეთ ოსეთში ღორის აფრიკული ჭირის აფეთქებას, რომელიც სწორედ  ამ სტრუქტურის მუშაობის დაწყების შემდეგ მოხდა და რომელმაც    მძიმედ დააზარალა სოფლის მეურნეობა. გახსოვთ, ალბათ, ის ფაქტიც, რაჭის რეგიონში მოსახლეობას  ღორები რომ დაეხოცა, მაგრამ ამაზე არავის უსაუბრია.

საყურადღებოა, რომ აფრიკული დაავადების პირველი კერები თავდაპირველად დაფიქსირდა ახალგორისა და ზნაურის რეგიონის  სამ სოფელში, სადაც არაერთხელ მოხდა ჩვენი ტერიტორიდან უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო გადაფრენები, (მე ვგულისხმობ დრონებს). ეს ფაქტი ცალმხრივად   სამხედრო დამკვირვებლების მიერ იყო დაფიქსირებული. საბოლოოდ, ქართულ ლაბორატორიას ბრალი დასდეს სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის განადგურების მიზანმიმართულ ოპერაციაში.

უფრო გასაგები რომ იყოს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭომ, გამართულ შეხვედრაზე სერიოზული შეშფოთება გამოთქვა, რუსეთის საზღვრებთან აშშ-სა და  ნატოს  ბიოლოგიური ლაბორატორიების განლაგების გამო. რუსეთის უშიშროების საბჭომ, მოსალოდნელი სცენარიც კი დაუშვა, რომ სავარაუდოდ,  მომაკვდინებელი მიკროორგანიზმები შეიძლება შეცდომით მოხვდნენ გარემოში, რაც გამოიწვევს როგორც სასაზღვრო ქვეყნების, ასევე რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის მასობრივ სიკვდილს. ეს არის სცენარი!

მე  ყოველთვის ვამბობ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე  მარტო ლუგარის ლაბორატორია კი არა, მისი  ფილიალებიცაა განთავსებული. ისინი სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. ერთ-ერთი ასეთი ლაბორატორია არსებობს ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის  საზღვრებთან.

როგორც იცით, 2011 წელს, ლაბორატორიას ეწოდა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“. სახელწოდებაც კი მიანიშნებს, რომ ის ნამდვილად აკონტროლებს დავადების გავრცელებას,  არ ემსახურება  ადამიანების ჯამრთელობაზე ზრუნვას, მხოლოდ კვლევას ატარებს ადამიანებზე.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლაბორატორიაა რეგიონში. მას შეუძლია მრავალი საშიში ვირუსის და ბაქტერიის იდენტიფიცირება. ბიოუსაფრთხოებაში მხოლოდ ოთხი დონეა, ეს ლაბორატორია აკმაყოფილებს მესამე  დონეს, ანუ როგორც მას უწოდებენ BSL 3 დონის ობიექტია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ძალიან საშიშ პათოგენებთან  შეიძლება  მუშაობა.

 

რატომ დასჭირდა ვაშინგტონს თბილისში სამხედრო ობიექტის აშენება?

საქმე ისაა, რომ შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსგან განსხვავებით, მოახდინა ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის რატიფიცირება. აქედან გამომდინარე, პენტაგონი აშენებს ბიოლაბორატორიებს ისეთ ქვეყნებში, სადაც ასეთი საქმიანობა „ლეგალური“ იქნება.

ლუგარის ცენტრის გარდა, აშშს თავდაცვის დეპარტამენტი აფინანსებს ათზე მეტი მცირე ლაბორატორიის ქსელს საქართველოში. ყველა მათგანს აქვს ბიოუსაფრთხოების მეორე დონე BSL 2.

ლუგარის ცენტრის მუშაობა შეიძლება შეფასდეს იმ ტენდერებით, რომლებიც დრო და დრო ჩნდება მის ვებგვერდზე. ასე, მაგალითად, ამ ლაბორატორიის სპეციალისტების ინტერესი გამოიწვია პატენტმა ინფიცირებული მწერების შესხურებისთვის უპილოტო საფრენი აპარატები“. ანოტაციაში მითითებულია, რომ ეს მცირე ზომის საფრენი აპარატი შექმნილია მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფიცირებული მწერების შესაფრქვევად, რათა მინიმალური დანახარჯით მას სასიკვდილო დარტყმა მიაყენოს“. კიდევ ერთი პატენტი, ასევე ლუგარის ცენტრის საჭიროებისთვის, გაიცა მცირე ზომის იარაღზე „ბიოლოგიურად დაბინძურებული მასალით, საბრძოლო დივერსიული მოქმედებების განხორციელების მიზნით“.   ვფიქრობ,  გასაგებია, რა  ინტერესები აქვთ  ამერიკელ სამხედრო ექსპერტებს!

 

ცოტა რამ  C ჰეპატიტით დაავადებულთათვის განკუთვნილ პროექტზე

 იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ თვალის ასახვევად, ამერიკულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა – საქართველოში პენტაგონის ბიოლოგიური ლაბორატორიებისწავლიან, ეხმარებიან, მკურნალობენ“.  თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ ამას ან არა! მოვიყვან კვლევის ფაქტებს. ცნობილია, რომ ლუგარის ცენტრი საქართველოში „უახლესი“ (ექსპერიმენტული) მედიკამენტებით C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობითაც იყო დაკავებული. 2015 წლის დეკემბერში 30  პაციენტი გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა C ჰეპატიტით დაავადებულთა გარდაცვალება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზი დაავადების მძიმე მიმდინარეობა იყო. მაგრამ საყურადღებოა ერთი დეტალი: ერთ დღეში 24 ადამიანი დაიღუპა!

ამ პოგრამაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული და ბევრიც კმაყოფილებას გამოთქვამდა, მაგრამ, მივმართავ მკითხველს, მათი შემდგომი ბედით ვინმე დაიტერესებულა? ამ პროგრამაში ჩართულმა საზოგადოებამ ეს მიიღო როგორც დახმარება და არა როგორც ექსპერიმენტში მონაწილეობა. ამ უკანასკნელის შესახებ მათთვის არც არავის უთქვამს.  სამწუხაროდ, ფაქტები სხვას გვეუბნებიან. აქვე დავამატებ იმასაც, რომ თითოეული პაციენტის გვარი გასაიდუმლოებული იყო, მათ ლაბორატორიის ნომერი ჰქონდათ მინიჭებული, ხოლო მათ გარდაცვალებაზე გამოძიება არ ჩატარებულა.

2016 წლის აპრილში ისტორია კვლავ განმეორდა გეგმასავით: ისევ 30 ადამიანის სიკვდილი, რომელსაც აგვისტოში კიდევ დაემატა 13 გარდაცვალება. ამის შემდეგ „დახმარების პროგრამა“, რომელმაც 73 ადამიანი იმსხვერპლა, უნდა შეჩერებულიყო, მაგრამ ის გაგრძელდა. სიკვდილიანობის შესახებ ყველა მონაცემი  აშშ-ში იგზავნებოდა.

გარდა ამისა, ექსპერტები 2018 წელს რეგიონში აქამდე არნახული ღორის აფრიკული ჭირის გაჩენას და 2019 წელს მარმარილოს ბუზის გავრცელებას, ლუგარის ცენტრის საქმიანობას უკავშირებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება საქართველოსთვის კოლოსალურია, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას პენტაგონის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის შესახებ გაჩუმება უწევს.

მაგრამ ფიქრობთ, რა მოხდება, თუ ეს „პროცესი“ შემთხვევით ან განზრახ კონტროლიდან გამოვა? მაგალითად, როგორც პანდემიის დროს, COVID-19-ის  შემთხვევაში?

 

და მაინც,  რას მალავს ამერიკული ლაბორატორია  საქართველოში?

მე ლუგარის ცენტრს ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებაში  ვადანაშაულებ! ვის მოვუწოდო? ვის მივმართო, რომ გამოიძიონ ლუგარის ცენტრის საქმიანობა? გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მთლიანად საქართველოს მოსახლეობა აქციეს საცდელ კურდღლებად!

 ადამიანებზე   ექსპერიმენტები ლუგარის  ცენტრის გახსნის შემდეგ ტარდება და დღემდე არ შეწყვეტილა. არ ფიქრობთ, რა იმალება საქართველოს დედაქალაქთან ახლოს მდებარე ლაბორატორიის   კედლებს  მიღმა და რატომ ამბობენ უარს ამერიკელები   საქართველოს  ხელისუფლების  იურისდიქციაში  მის გადაცემაზე? ალბათ ბევრი იტყვის, ლუგარის ლაბორატორია ხომ საქართველოს იურისდიქციაშიაო, მაგრამ ეს მხოლოდ  ფორმალურად, საბუთებით!

გახსოვთ, ვინც ღიად განაცხადა უკანონო ქმედებებზე, იყო ამერიკელი ჯეფრი სილვერმანი, ამაზე საუბარი ხმამაღლა დაიწყო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ. ერთ-ერთ ჩემ მიერ გამართულ კონფერენციაზე მე გამოვთქვი მოსაზრება, რომ უნდა მოხდეს ლუგარის ცენტრის მონიტორინგი, უნდა შეიქმნას კომისია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ასევე ადგილობრივი სპეციალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, დაიდოს დასკვნა ლუგარის ცენტრის  მუშაობის შესახებ, რათა მოსახლეობამ გაიგოს ეს ლაბორატორია ნამდვილად მათ კეთილდღეობას ემსახურება თუ არა.

რაც შეეხება ადამიანებზე ჩატარებულ  ექსპერიმენტებს,  შემიძლია  მოგახსენოთ, რომელი კომპანიების მედიკამენტებით  მიმდინარეობდა ეს ექსპერიმენტები. საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს კონფიდენციალური მონაცემებით, ყველა პაციენტმა მიიღო ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead Science-ის (არის კვლევებზე დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური მედიკამენტების აღმოჩენაზე, განვითარებასა და კომერციალიზაციაზე) მიერ შემუშავებული ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს – დონალ  დრამსფელდს  ეკუთვნის. ამავე კომპანიამ შეიმუშავა ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო  ვაქცინა, რომელიც გამოიყენებოდა ეპიდემიის  დროს. დონალდ რამსფელდის  აქტივები ამ პერიოდში საეჭვოდ და საგრძნობლად გაიზარდა.

  C ჰეპატიტის წამალი საქართველოში უკვე გამოსცადეს. საყურადღებო ის არის, რომ მსოფლიოში არსად  დაფიქსირებულა ამდენი სიკვდილი ერთ დღეში, რაც  საქართველოში დაფიქსირდა.

ლუგარის  ცენტრი 2011 წელს გაიხსნა რეგიონულ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის დახმარების ეგიდით. თუმცა, ეს ცენტრი დარჩა მხოლოდ ნაწილობრივ სამედიცინო: ზოგიერთი შენობა მჭიდრო კონტროლის ქვეშაა და იქ მოხვედრა მხოლოდ გარკვეული დონის  საიდუმლოებით  არის  შესაძლებელი.

როცა ამერიკელებმა გახსნეს ლუგარის ცენტრი, გახსნაზე ალექსეევკაში ესწრებოდნენ, თავდაცვის მინისტრის მდივნის თანაშემწე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური პროგრამების საკითხებში ენდრიუ  ვებერი და სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომლის პატივსაცემადაც ცენტრს მიენიჭა სახელი. ენდრიუ ვებერის   დასწრება საეჭვოდ არ მიგაჩნიათ ცენტრის გახსნაზე?

ცხადია, ლუგარის ცენტრში უარყოფენ ყველა ბრალდებას ბიოლოგიური იარაღის შემუშავებაზე და ირწმუნებიან, რომ არაერთხელ მიიწვიეს ჟურნალისტები ლაბორატორიის „დასათვალიერებლად“. აქვე დავამატებ, პანდემიის დროს, ჩემს მეგობრებთან ერთად, მეც ვიყავი შესული ბატონ ამირან გამყრელიძესთან, საიდანაც სოციალურ ქსელში (Facebook)-ში მიდიოდა პირდაპირი ჩართვა. გეტყვით,  ადმინისტრაციული შენობის სამუშაო გარემოთი მეც მოხიბლული დავრჩი. თუმცა, ისინი მხოლოდ  სამოქალაქო  ობიექტებში  უშვებენ ჟურნალისტებსა თუ სხვა პირებს. ცენტრის  დახურულ  შენობაში  შესვლა  შეუძლიათ  მხოლოდ შეერთებული  შტატების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მესამე ხარისხის  ბიოუსაფრთხოება.  ლაბორატორიაში მომუშავეებმაც კი არ იციან სრულყოფილად, რა ხდება სინამდვილეში.

 საქართველოს  ხელისუფლება, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო, საერთოდ არ აკონტროლებს ლუგარის ცენტრის კედლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს. მიმდინარე კვლევებიდან   სარგებელს იღებენ  ამერიკელი  მკვლევარები, რომლებიც აპატენტებენ შედეგებს  და იყენებენ აშშ-ს სამხედროების ინტერესებისთვის, რადგან კონტრაქტორები არიან ამერიკელი სამხედრო  კომპანიები.

1975 წელს მიღებულ იქნა კონვენცია ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შექმნის, წარმოების, მისი მარაგის აკრძალვისა და  განადგურების  შესახებ. ამას აკვირდება 160 ქვეყანა  მათ შორის აშშ და დიდი ბრიტანეთი.

ბიოლოგიური იარაღის სპეციალისტი ილია დუხოლინოვი არ გამორიცხავს, ​​რომ ლუგარის ლაბორატორიას აქვს საკმარისი რესურსი ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად და მსგავსი ექსპერიმენტების  ჩასატარებლად.

 2001 წელს აშშ-მ უარი თქვა ამ კონვენციის დამატებითი პუნქტის ხელმოწერაზე, რომელიც არეგულირებს კონტროლის მექანიზმებს. 2002 წლიდან აშშ ინტენსიურად სწავლობს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის გენეტიკურ მონაცემებს.  კვლევა ჩატარდა აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში და ასევე  რუსეთში. აშშ-ს ლაბორატორიები მუშაობენ გენეტიკურ მასალებზე, ესენია სლავური, კავკასიური, აზიური, ასევე აფრიკული. სლავურს შეისწავლიან უკრაინაში განთავსებული ლაბორატორიები, კავკასიურს- საქართველოში, სომხეთსა და  აზერბაიჯანში, აზიურს კი – ყაზახეთში (ყაზახეთის გენომი  ჩინურის მონათესავეა) განთავსებული ლაბორატორიები.

ცნობილია, რომ  შეიქმნა ახალი იარაღი პორტონდაუნის საიდუმლო ბაზაზე საექსპერიმენტოდ. მსგავსი კვლევები საერთაშორისო დანაშაულია და მთლიანად უნდა შეწყდეს! ეს საფრთხეს უქმნის მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეების ჯანმრთელობას, სოფლის მეურნეობის სექტორსა და ზოგადად  უსაფრთხოებას!

უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, იქ არსებული ბიოლაბორატორიებიდან  პათოგენები გადაიტანეს სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ასევე ახლახანს მივიღე ინფორმაცია, რომ ყველა პათოგენები გადაიტანეს ყაზახეთში. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ საქართველოშიც მოხდა მისი შემოტანა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ამერიკული ბიოსამედიცინო ლაბორატორიების განლაგების შესახებ. აშშ-ს არმია აქტიურად მუშაობს განსაკუთრებით საშიშ ვირუსებთან და სხვა პათოგენებთან, რომლებიც შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე  ბირთვული  იარაღი. შეერთებული  შტატები უნამუსოდ უარყოფს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ბიოლოგიური ლაბორატორიების უკანონო საქმიანობას. თუ გავიხსენებთ ებოლას ვირუსის გავრცელებას, რომელიც მოულოდნელად მოხვდა აფრიკის კონტინენტზე და ასევე სწრაფად გაქრა, ჩნდება კითხვა: როგორ  აღმოჩნდნენ ასე შემთხვევით და სასწრაფოდ ადგილზე ამერიკელი და ბრიტანელი სპეციალისტები საჭირო ვაქცინით? ასევე „ადგილზე შემთხვევით გამოჩენილმა“ პირმა როგორ გაუწია პირველადი დახმარება სკრიპალებს მოწამვლის დროს? აქვე დავამატებ, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე  COVID-19 გაქრა.

 

რა უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ბიოლოგიური იარაღი მთავარ საშიშროებად რჩება! მის შემქმნელებს შეუძლიათ ეპიდემიებად შენიღბონ პროცესები და სწრაფად დააინფიცირონ ადამიანები. ბიოლოგიური ლაბორატორიები ზოგადად დიდ საშიშროებას ქმნის რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოში და რუსეთის საზღვრებთან.

ბოლოს მინდა განვაცხადო, რომ სერიოზული საფრთხეებია მოსალოდნელი. შესაძლოა, განაცხადონ გლობალური დათბობის გამო სხვადასხვა ეპიდემიის თაობაზე, რომ შესაძლოა მოხდეს ახალი ვირუსის გავრცელება (ეს აქტიურად განიხილება), მაგალითად ცხელი ამინდებიდან გამომდინარე გააქტურდნენ მწერები, კოღო ტკიპები და ა.შ. მათმა გაავრცელეს ვირუსი, თუმცა შესაძლებელია რომ ეს ვირუსი გამოიფრქვეს იმ ბიოლოგიური ლაბორატორიებიდან, რომლებიც ასე მრავლად განათავსა დასავლეთმა მსოფლიოში.

 

მოამზადა ვიქტორ (კობა) კუსიანმა