,, შევუგროვოთ ფული სალომე ზურაბიშვილს” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას ასე ეხმაურება:

,,გამოვდივარ ინიციატივით, ყველამ, ვისაც საქართველო ევროკავშირში უნდა იხილოს, შევუგროვოთ ფული სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი ვიზიტების განსახორციელებლად.

გავიდეს შვებულებაში და კერძო ტურისტული მოგზაურობები განახორციელოს. ვფიქრობ, რომ არავინ ეტყვის იქ უარს ყველა დაგეგმილი შეხვედრის ამ უცნაურ ფორმატში გადატანაზე.

ვფიქრობ, მოვლენების განვითარებისთვის ეს სასარგებლოც კი შეიძლება იყოს…”

მთავრობის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისთვის ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს