რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, აფრიკის ექვს ქვეყანაში რუსული მარცვლეულის უსასყიდლოდ მიწოდებაზე პრაქტიკული მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია იტყობინება.
„როგორც პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, იგეგმება აფრიკის 6 ყველაზე ღარიბ ქვეყანაში ჩვენი მარცვლეულის უსასყიდლოდ მიწოდება და საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-აფრიკის ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის ბურკინა-ფასოს, ზიმბაბვეს, მალის, სომალის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და ერიტრეას მარცვლეული უსასყიდლოდ მიაწოდოს.