რეგიონებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ

ლევან ხაბეიშვილს პარტია ეშლება. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გადაწყვეტილების მიზეზი რამდენიმე ფაქტორი გახდა. იმედა კევლიშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია პარტიის ახალი თავმჯდომარე და ახალი მენეჯმენტი. მისივე თქმით, პარტიაში გადაწყვეტილებებს არა ხაბეიშვილი, არამედ მერაბიშვილი და კეზერაშვილი იღებენ.

ხაბეიშვილის პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობენ ახმეტაშიც. „ნაცმოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარე, ძველი უფროსის მხარდამჭერების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.

„ნაცმოძრაობის“ რიგებს ტოვებენ ადიგენშიც. დეპუტატმა ზაზა დემეტრაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ შესაბამისი განცხადებით , ადიგენის საკრებულოს უკვე მიმართა. ზაზა დემეტრაძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე იყო.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ფინალი ახლოვდება და მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, პარტიის შიგნითვე რეალიზდება.